სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
№ 16/29 - 01
11.06.2025
ქ.თბილისი
„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემებისა და მეცნიერ-ხელმძღვანელების დამტკიცების, ასევე დამტკიცებული სადისერტაციო თემების და ხელმძღვანელების ცვლილების შესახებ“ დეკანის 2025 წლის 03 აპრილის #06/29 – 01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი 29-ე მუხლის მესამე პუნქტის ,,ა“, ,,ე“ და ,,თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემებისა და მეცნიერ-ხელმძღვანელების დამტკიცების, ასევე დამტკიცებული სადისერტაციო თემების და ხელმძღვანელების ცვლილების შესახებ“ დეკანის 2025 წლის 03 აპრილის #06/29 – 01 ბრძანებაში, ტექნიკური შეცდომის გასწორების მიზნით (გამორჩენილი პუნქტის შევსება), შევიდეს ცვლილება და ბრძანებას დაემატოს შემდეგი რედაქციის 2.1 პუნქტი:
„21. ეკონომიკის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ ნინო დოხტურიშვილის მეცნიერ-ხელმძღვანელად, ნაცვლად ეკონომიკის დოქტორ მერაბ ხმალაძისა, დამტკიცდეს ასოცირებული პროფესორი ნინო აბესაძე.“
2. ამ ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
3. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ფაკულტეტის დეკანი პროფესორი გიორგი ღაღანიძე